ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში პედაგოგის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ბავშვებმა ასევე თემატური პოსტერი შექმნეს და ამით პედაგოგების მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად საინტერესო, კეთილშობილური და საპასუხისმგებლო პროფესიაა მასწავლებლობა.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: