ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში, პედაგოგების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით - „მადლობა მასწავლებელო“ გაიმართა. დაწყებითი კლასების მასწავლებლების ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და დაამზადეს მისალოცი ბარათები.
ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: