ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტსა და კონკურსში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორის იყო „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“.
აღნიშნული კონკურსის ფინალში სკოლა წარმატებით მონაწილეობდა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ყვარლის მუნიციპალიტეტიდან მონაწილე მხოლოდ კუჭატნის საჯარო სკოლა იყო.
„ბევრი დაბრკოლების მიუხედავათ, ჩვენი სკოლა CENN რჩეული სკოლა გახდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ამ დიდ წარმატებას.
„წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველის“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: