მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
15-10-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველკლასელებმა პედაგოგ მარინა ოჩხიკიძის ხელმძღვანელობით ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

საკლასო ოთახს ამშვენებდა ლამაზი ფერებით შესრულებული პოსტერი და მოსწავლეთა მომზადებული პრეზენტაციები „ანბანეთზე“.

პედაგოგის ორგანიზებით, კლასში, სახალისო-შემეცნებითი აქტივობა „ანბანის შემობრძანება ჩვენს საკლასო სივრცეში“ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. 

„ყველაფერი „აი ია-თი“ დაიწყო...

პირველი კლასის მოსწავლეებმა: ლილე ადეიშვილმა, რეზი ივანიძემ, ჯემალ ივანიძემ, გაბრიელ კიკაჩეიშვილმა, გიორგი კუტალაძემ, გიორგი ფოცხვერიამ და დემეტრე შენგელიამ უკვე შეაბიჯეს ქართული ანბანის ზღაპრულ სამყაროში“, - სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203