ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის პირველკლასელები წიგნიერების დიდი სამყაროში დიდი ინტერესით მოგზაურობენ, ასეთივე ინტერესით შეეგებნენ ანბანის „შემობრძანებას“.
„მოგზაურობა ანბანეთში“, - ამ სახელწოდებით დაიწყო საზეიმო გაკვეთილი. გაკვეთილის დაგეგმვის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები, მათ დაამზადეს ანბანის კოშკი, რომელიც გაკვეთილის დასასრულს საზეიმოდ გაიხსნა.
პირველკლასელებს ანბანეთში მოგზაურობაში დაეხმარნენ ზღაპრის გმირები, რომელთა როლიც მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოირგეს.
გაკვეთილი იყო ფერადი, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული, რაც დაეხმარება პირველკლასელებს ანბანის ხალისიანად შესწავლაში.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი მადონა ბაღდოშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: