წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ღონისძიებაზე - „მამული ენა სარწმუნოება“ სიტყვით წარდგა
15-10-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები როგორც მოსწავლეთა განათლებაზე, ასევე მათთვის სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

აღნიშნული სკოლა „პატრიოტი სკოლის“ ტიტულს ატარებს და პედაგოგები მოსწავლეებს ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად ზრდიან. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი აღსაზრდელებს ყოველდღე უმეორებენ, რომ „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“ და სამი ღვთაებრივი საუნჯის - „მამულის, ენისა და სარწმუნოების“ სიყვარულს უნერგავენ.

პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინება იყო კიდევ ერთი ღონისძიება. სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები აბრის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. იქ, სხვა ღირსეულ წყალტუბოელებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე. მან საინტერესოდ ისაუბრა და მსმენელთა უდიდესი ყურადღება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203