საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნები 11 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თანასწორობისა და გამჭირვალობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით, აირჩიეს მოსწავლეთა თვითმმართველობა.
„ვიმედოვნებთ, რომ სასკოლო ცხოვრების ყველაზე აქტიური ნაწილი სასკოლო თვითმმართველობას დაუკავშირდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: