სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოველთა ჯგუფები ხალისით ისწავლეს
12-06-2018

სავანეთის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ინგა მიქელაძემ მეორე კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო შინაური და გარეული ცხოველები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით სახალისო აქტივობებს იყენებდა.

„აზერბაიჯანელი მოსწავლეები ქართულად კარგად მეტყველებდნენ, აღწერდნენ და აჯგუფებდნენ ცხოველებს. მოსწავლეები ჯგუფურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. გაკვეთილი საინტერესო და ხალისიანი იყო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203