თბილისის N67 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებასა და იმ დიდი და მძიმე გზის გაზიარებას, რაც ჩვენმა ერმა დღემდე მოსასვლელად განვლო.
მათ შორისაა სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე, ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდან.
მოსწავლეები ამ დღის ქრონიკებს გაეცნენ, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და ისაუბრეს, ომის სიმძიმეზე.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობები შეასრულეს, შთამბეჭდავი ნახატები და პლაკატები შექმნეს, მათი მთავარი გზავნილი კი, - „აფხაზეთი საქართველოა“, იყო.
იხილეთ ფოტოები: