ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას.
ამჯერად, მოსწავლეებმა მოინახულეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, რომელსაც შემეცნებითი თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ბავშვები გაეცნენ ვაჟას ბიოგრაფიის უცნობ დეტალებს, მოინახულეს მემუარები და ხელნაწერი ნამუშევრები.
დღე გაგრძელდა ჟინვალის წყალსაცის და ბაზალეთის ტბის მონახულებით.
მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად დაადგინეს ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობა და მოსაზღვრე ქედები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: