ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი მოინახულეს
15-10-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.

აღსანიშნავია, რომ მათთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, მე-4 კლასის მოსწავლეები იმერეთს ესტუმრნენ. მათ სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 

ისინი გასვლით აქტივობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ელზა დიასამიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გარემო გულდასმით დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ვიზიტის შესახებ დამატებით ინფორმაციას პედაგოგი ელზა დიასამიძე გვაცნობს. 

„მოგზაურობა დაუღალავი, ენერგიული და შემეცნებითი გახლდათ! ეს იყო გასვლითი გაკვეთილი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალის“ მიხედვით! მოგეხსენებათ, წიგნი წარმოსახვითი სამყაროს აღქმის საშუალებაა, მაგრამ თვით პერსონაჟების იმიტაცია წმინდა მიწებზე, სადაც ოდესღაც აკაკი დაიარებოდა, გონებისთვის წარუშლელი კვალია… ჩვენი მიზანი ბუმბერაზი მწერლის, აკაკის გაცნობა, განდიდება, ფართო სპექტრში ხელახლა დაბადება-გარდაცვალება იყო. მოსწავლეებმა ითამაშეს „ქორობია“ და სამშობლოს წარსული კიდევ ერთხელ გააღვივეს, თუმცა ჩვენს „ქორობიას“ ბედნიერი დასასრული ჰქონდა, რადგან ჩვენ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს შვილები ვართ!“,- გვეუბნება ელზა დიასამიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203