საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იქ ყველა მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისი ღონისძიებით აღინიშნება, რაც მოსწავლეთა გააქტიურებასა და ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზიაში ქართველი მწერლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებები იმართება.
მათ შორის, პედაგოგ მაია ხორბალაძის სადამრიგებლო - IVა კლასის მოსწავლეები მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ. მეოთხეკლასელებმა ადგილზე იაკობ გოგებაშვილის შესახებ შესწავლილი ინფორმაცია, მისი შემოქმედება გაიხსენეს, წაიკითხეს ლექსები და გიმნაზიაში დიდი შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: