საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესწავლასა და მოსწავლეების გამოჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმირებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების 35 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრებმა მერაბ კოსტავას ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გაიხსენეს. მოსწავლეებმა, სამშობლოსა და ქართველი ერის წინაშე, მისი ფასდაუდებელი ღვაწლი წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას გიმნაზიის დირექციაც ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები: