ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლებმა საქართველოს დროშები დაამზადეს
12-06-2018
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლები პროექტში - „დაამზადე საქართველოს დროშა“ მონაწილეობდნენ. პროექტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სკოლის აღსაზრდელებმა მუყაოსგან საქართველოს დროშები დაამზადეს და სკოლაში გამოფინეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა. იხილეთ ფოტოები