არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში მეგობრული, ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
იქ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. მათ მასწავლებლები ინფორმაციას გენდერულ თანასწორობაზეც აწვდიან.
ამჯერად, სკოლაში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. სასკოლო საზოგადოებამ ეს დღე გოგონებს დიდი სიყვარულით მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი გოგონათა უფლებების აღიარება და დაცვა, განათლების ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გაზრდააა. ასევე მისი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველდღიურად აწყდებიან.