თბილისის N169 საჯარო სკოლაში მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ აქტივობებშიც ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლე - მათე თამაზაშვილის მიღწევით ხარობენ. ის ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა, სადაც ღირსეულად იასპარეზა და 2010-2011 წლებში დაბადებულთა შორის, 73 კგ წონითი კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა.
სასკოლო საზოგადოება მისი წარმატებით ამაყობს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„კიდევ ერთი ჩემპიონატი და კიდევ ერთი პირველი ადგილი, გილოცავთ მათე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: