ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
ახლახან, ქალაქის ჭადრების ბაღში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მზია შევარდნაძემ მეხუთეკლასელებთან შემოქმედებითი წერის საშემოდგომო გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათთვის დამატებით მოტივაცია იყო ის, რომ გაკვეთილი ღია ცის ქვეშ გაიმართა. ბავშვებმა შესაძლებლობები გამოვალინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„მე ვწერ, შენ წერ, ის წერს - ჩვენ ყველანი ვწერთ...“ - როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემოქმედებითი წერის შემოდგომის სეზონი ასეთი სლოგანით დასრულდა.
„შემოდგომის ფერადოვან პალიტრას შერწყმული ვივალდის მუსიკა, შემოდგომასავით ფერადი, ლაჟვარდოვანი, მსუყე, მაძღარი, ბედაურივით ქართული სიტყვები იყო ღია საგაკვეთილო სივრცეში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: