ოზურგეთის N3 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით იმერეთს ეწვივნენ
15-10-2024

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, პედაგოგ ლილი ლომაძის სადამრიგებლო - მე-8 კლასის მოსწავლეები, შემოდგომის ფერად დღეს, მზიან იმერეთს ეწვივნენ. ისინი აქტივობაში მასწავლებლების - ქეთი კიღურაძისა და მზია შევარდნაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი, გალაკტიონის მამის უნიკალური ბიბლიოთეკა და ქართველ მხატვართა, გრაფიკოსთა და სკულპტორთა ის ნამუშევრები მოინახულეს, რომლებიც ტაბიძეთა სახლ-მუზეუმშია დაცული.

როგორც სკოლაში გვიყვებიან. მერვეკლასელები ექსკურსიამძღოლს, რომელიც მათ ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიურ ძეგლებზე (რკინის ხანიდან ელინისტურ ეპოქამდე), ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობებზე, ნუმიზმატიკის ნიმუშებზე ესაუბრებოდა, აღფრთოვანებულები უსმენდნენ. 

„ექსკურსიამ, როგორც აქტივობამ, საშუალება მისცა მოსწავლეებს სასწავლო სივრცის გარეთ შეეგრძნოთ და განეცადათ ნასწავლი მასალა, წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები. მათ განუვითარდათ სოციალურ-თანამშრომლობითი, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებითი უნარები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203