წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლა გამორჩეულია თავისი პროფესიონალი პედაგოგებით, რომელთაც დირექტორი - ირმა ღვინჯილია ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის - ლირა ღურწკაიას ორგანიზებით, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა. მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი ზარქუა შეხვდნენ.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის 50-მდე პედაგოგი დააჯილდოვეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ შორის იყო ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი - თამარ გოცაძე.
„მადლობას ვუხდით შეხვედრის ორგანიზატორებსა და საპატიო სტუმრებს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს - ბატონ ალექსანდრე წულაძეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს - ბატონ ირაკლი ზარქუას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს - ბატონ გელა გელაძეს, დაუვიწყარი ემოციებისთვის და ჩვენი ღვაწლმოსილი მასწავლებლის, არაჩვეულებრივი პიროვნების ქალბატონი თამარ გოცაძე დაფასებისთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი - ირმა ღვინჯილია.