ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაში უფროსკლასელები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სასკოლო საზოგადოებას ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედების ის ნაწილი წარუდგინეს, რაც სვეტიცხოველს ეძღვნება.
გარდა ამისა, მეშვიდეკლასელებმა (დამრიგებელი - ნ. კოჟორიძე), კლასის საათის ფარგლებში, სვეტიცხოვლის ისტორიისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრეს.
დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული სკოლის დირექტორმა - მარინე ასპანიძემ მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: