ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ქართველი მწერლების შემოქმედებისა და მათი ბიოგრაფიის გაცნობას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, ქართული ენის საგნობრივმა კლუბმა ღონისძიება -„ღმერთთან წილნაყარი“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
აქტივობის მიზანი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობა, სამუზეუმო ექსპონატების ისტორიულ-კულტურული კონტექსტის დანახვა და მათი შეფასება, მოსწავლეებში ესთეტიკური ტკბობის და თანაგანცდის უნარის განვითარების ხელშეწყობა გახლდათ.
აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელები ნინო პეტრიაშვილი და თამარ მღებრიშვილი იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: