აღმამედლოსა და ახკერპის საჯარო სკოლების მშენებლობა დაიგეგმა
15-10-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოსა და ახკერპის საჯარო სკოლების მშენებლობა დაიგეგმა, მალე მოსწავლე-მასწავლებლები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სკოლებში წარმართავენ სწავლა-სწავლების პროცესს. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით აშენდება 5 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა.

ამ ეტაპისთვის 3 სკოლის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ორი სკოლის პროექტირება უახლოეს მომავალში დაიწყება.

უკვე გაწერილია სკოლების მშენებლობის ბიუჯეტიც:

აღმამედლოს საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: 12 381 739 ლარი;

ახკერპის საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: 4 387 487 ლარი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203