მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას სკოლაში განხორციელებული აქტივობები და მრავალფეროვანი გაკვეთილები ადასტურებს.
ახლახან, სკოლის პირველ კლასში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა - ლამზირა სხულუხიამ ხვავიანი შემოდგომისა და ანბანის შებრძანება ბავშვებთან ერთად, საზეიმოდ აღნიშნა.
პედაგოგმა პირველკლასელებისთვის საკლასო ოთახები ლამაზად, შემოდგომის ნობათით, ოქროსფრად გააფორმეს, რამაც ბავშვების განწყობა აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა პირველი ხელნაწერი „აი ია“ დიდი მონდომებით შეასრულეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: