ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთათვის, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებას. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მესამე კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ნანა მაისურაძემ მოსწავლეებს ზმნების - „მაქვს“ და „მყავს“ სწორად გამოყენება ასწავლა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მან ბავშვებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. აქიტობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
გაკვეთილი მიზანი გახლდათ ის, რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ მართებულად დაალაგებამ, დაჯგუფება და დაკავშირება „მაქვს“ და „მყავს“ ზმნების შესაბამის სიტყვასთან ან წინადადებასთან.
მასალის განსამტკიცებლად პედაგოგმა გამოიყენა სხვადასხვა აქტივობა. მაგალითად, აქტივობის ბარათები, „მაქვს“ და „მყავს“ დაპირისპირებაზე ორიენტირება ნახატების გამოყენებით.
გამოყენებული ელექტრონული რესურსი იხილეთ ბმულზე