აბაშის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იქ პედაგოგთა მიზანი როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ დიდი ყურადღება ჰიგიენის საკითხს ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში ხელების დაბანის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაცია მასწავლებლებმა გააცნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ დღის, ხელის დაბანისა და ჰიგიენის მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ხელების დაბანის დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები: