ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში გეოგრაფთა კლუბი აქტიურად მუშაობს.
ამჯერად, სკოლაში გეოგრაფთა კლუბმა საინტერესო შეხვედრა ჩაატარა, სადაც მათ გასული სასწავლო წლის ანგარიშები წარმოადგინეს და მიმდინარე სასწავლო წლის ამოცანები დასახეს.
შეხვედრის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ არაერთ თემატურ საკითხზე ისაუბრეს, აზრები გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: