ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ იქ ბოშა მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 15 სექტემბრიდან პროექტი - „შინაარსიანად გავატაროთ თავისუფალი დრო“ განახლდა. გარდა ამისა, მუშაობს მხატვრული კითხვის, მუსთერაპიის, გიტარისა და ფეხბურთის კლუბები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოზარდები მათ ინტერესებზე მორგებულ სახალისო აქტივობებში სიამოვნებით ერთვებიან. ისინი სწავლობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, მეგობრობენ და თავისუფალ დროს შინაარსიანად ატარებენ.
იხილეთ ფოტოები: