ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას ასწავლიან და სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან.
1-ელი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის მოხალისეები, დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრნენ ტკბილეულით, სიყვარულით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით.
„ერთად გატარებული ყოველი წამი უნიკალური და ფასდაუდებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ განათლება და სიყვარული გამარჯვების საწინდარია.
იხილეთ ვიდეო: