კერძო სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწორი პროფესიული არჩევანი უფროსკლასელთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამ მიზნით, კი სკოლის მე-11/მე-12 კლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლია ბაზაძის ხელმძღვანელობით, ევროპის უნივერსიტეტს ეწვივნენ.
მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საინტერესო სივრცეები: სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ლაბორატორიები, მუზეუმები, ბიბლიოთეკა, კლინიკა;
შეხვდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მოისმინეს საინტერესო პრეზენტაციები საუნივერსიტეტო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ, მიიღეს სასარგებლო რჩევები, რეკომენდაციები, რაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აბიტურიენტებს სამომავლოდ სწორი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში დაეხმარება.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ, მასპინძლობისთვის კი ევროპის უნივერსიტეტს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: