ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია.
ამის ნათელი მაგალითია მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძება, სადაც მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები. პროფესიული დღესასწაული მასწავლებლებს საზეიმოდ მიულოცა სკოლის დირექციამ.
„გილოცავთ, ყველა მასწავლებელს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ“,- აღინიშნა სკოლაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული სათავეს იღებს 1994 წლიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნისამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერასა და მათი შრომის დაფასებას.
იხილეთ ფოტოები: