ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 და ქალაქ ახმეტის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ახმეტის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მუნიციპალური პირველობა მძლეოსნობაში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც გამარჯვება მოიპოვეს და კახეთის რეგიონულ პირველობაზე გააგრძელებენ ასპარეზობას სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა და ახმეტის N2 გოგონათა გუნდები.
სკოლებში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და შემდგომ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ როგორც ზემო ალვანის N1, ისე ახმეტის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა აქტიურობასა და მიღწევებზე აისახება.