„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს საერთაშორისო დონის განათლებას სთავაზობს, თანამშრომლობს წამყვანი ქვეყნების სკოლებთან, იზიარებს მათ გამოცდილებას და თავის საქმიანობასაც ფართო აუდიტორიას აცნობს.
ამჯერად, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS) და ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) მასპინძლობდნენ სტუმრებს გერმანიის ქალაქ შტრაუბინგის სკოლიდან.
GAHS და GAS-ის ნიჭიერი მოსწავლეები გულთბილად შეხვდნენ გერმანელ სტუმრებს.
სტუმრებმა საკლასო ოთახების მიღმა მოინახულეს საქართველოს ულამაზესი ადგილები და თბილისის ქუჩები, სადაც შეძლეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ მათ დაუვიწყარი მოგონებები და ახალი მეგობრული კავშირები დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი გახდა საფუძველი მომავალი თანამშრომლობისა, სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს ვიზიტისთვის.
„ეს ვიზიტი არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც უნიკალური აღმოჩნდა ჩვენი სტუმრებისთვის, რაც მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველია.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ვიზიტი წარმატებულად აქცია!
მოუთმენლად ველით პროგრამის გაგრძელებას, რომლის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები უკვე გეგმავენ გერმანიაში გამგზავრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.