განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
კოდექსი განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიისადმი პატივისცემისა და ნდობის ჩამოსაყალიბებლად ან/და შესანარჩუნებლად.
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები: