მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გაცემის ახალი წესი დამტკიცდა - ცვლილებები პროფესიული განათლების პედაგოგებს შეეხება
27-10-2024

დამტკიცდა სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს და დოკუმენტი ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს:

ა) საკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სწავლებისთვის განსაზღვრულ საათებსა და ამავე პროგრამის შემადგენელი მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრულ შეფასების საათებს; 

ბ) არასაკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების  მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებელ საათებს.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით – მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრული შეფასების საათების რაოდენობა გამრავლებული ოთხზე და დამატებული საკონტაქტო საათების რაოდენობა.

ხოლო ინტეგრირებული ზოგადი მოდულების განხორციელების შემთხვევაში პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთა მოიცავს მხოლოდ ჩატარებული საათების რაოდენობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203