ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და აფხაზეთის ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 1993 წლის 27 სექტემბრის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობას საინტერესოდ ესაუბრა სკოლის დამსახურებული პედაგოგი მზევინარ ბუიძე.
ამავე დღეს, ასევე სკოლაში სახელმწიფო დროშა დაეშვა. მოსწავლეებმა ასევე ამ დღესთან დაკავშირებით ფილმს უყურეს და ცოდნა აიმაღლეს.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: