ლელოვნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლის - სოფო ტალახაძის შექმნილი სანიშნე კონკურსში საუკეთესოთა შორის დასახელდა 
16-10-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებით კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორისაა სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე სოფო ტალახაძე, რომლის პედაგოგი ეთერ მეტრეველი გახლავთ. ის, „ასოციაცია ბიოს“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ორგანიზებულ კონკურსში - „შექმენი სანიშნე“ მონაწილეობდა.

კონკურსის თემა - „4 ოქტომბერი - ცხოველთა დაცვის დღე“ იყო.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 350-მდე სანიშნიდან 28 გამარჯვებული გამოავლინა. მათ შორის კი იყო ლელოვნის საკარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის სანიშნე.

საბოლოოდ კი გამარჯვებული მონაწილე 22 ნოემბერს გამოვლინდება

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203