სალიბაურის N2 სკოლის პედაგოგების-ლიანა ტაკიძის და მანანა კოჩაძის პროექტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულია
16-10-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის არიან მასწავლებლები - ლიანა ტაკიძე და მანანა კოჩაძე.

პედაგოგებმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გაიმარჯვეს.

ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლის - ლიანა ტაკიძის პროექტი „მდგრადი განვითარება და საქართველო“ და ხელოვნების მასწავლებლის - მანანა კოჩაძის „ახალი ხედვა-ფანტაზია“ 100 გამარჯვებულ პროექტს შორის მოხვდა.

„პროექტის ფარგლებში უამრავი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის საგაკვეთილო პროცესს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს კონკურსში გამარჯვებას პედაგოგებს: ლიანა ტაკიძესა და მანანა კოჩაძეს. მათ უსურვებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203