ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას, პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სტუმრობდნენ.
მათ, სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა X, XI და XII კლასების მოსწავლეებთან მოაწყვეს.
შეხვედრაზე სტურმებმა ისაუბრეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის, სამხედრო სამსახურის შესაძლებლობების, ანაზღაურების, პრივილეგიების, კარიერული განვითარების, პერსპექტივების, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქართულ ჯართან დაკავშირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
„აღნიშნული შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ სტუმრებიც და მოსწავლეებიც“, - გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: