უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს სკოლის თეატრალური დასი „ტატოს თეატრი“, რომლის წევრები სხვადასხვა სპექტაკლს შესანიშნავად დგამენ.
თეატრალური დასის სპექტაკლმა - „სტუმარ-მასპინძელმა“ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, რისთვისაც ისინი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ექსკურსიით დააჯილდოვა და გაახარა.
„პატარა მსახიობები მუნიციპალიტეტის მუდამ ყურადღებიანმა მერმა ექსკურსიით დააჯილდოვა. ჩვენც, რა თქმა უნდა, გენიალურ ვაჟა-ფშაველას მუზეუმს მივაშურეთ ჩარგალში. ოდესღაც ამ აივანზე, ამ ეზოში ჩვენი გენიალური ვაჟა-ფშაველა დააბიჯებდა. აქ გაცოცხლებულ სტუმარ-მასპინძელს მომაჯადოებელი ეფექტი ჰქონდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, დიდებული საჩუქრისთვის მადლობას უხდიან თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს - მანუჩარ რობაქიძეს და სხვა წარმომადგენლებს.
„გაგახარათ ღმერთმა მანუჩარ რობაქიძე. ტატო პატარიძე, ზვიად მეფარიძე. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები: