თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Etwinning-ის ფარგლებში პრეზენტაციები ჩაატარეს
12-06-2018
თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები Etwinning -ში ჩართულები არიან.
Etwinning-ის პროექტი ევროპის და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
თელავის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულის ფარგლებში პროექტი „ბერძნულ ქართული ურთიერთობები მითოლოგიური კუთხით“ წარმოადგინეს. კერძოდ, პრეზენტაციები ჩაატარეს და ნახატების გამოფენა მოაწყვეს.