ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწალეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მოწამეთას მონასტერს სტუმრობდნენ
16-10-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება დახუნძლულია საინტერესო პროექტებით, ინიციატივებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

4 ოქტომბერს, სკოლის მე-11ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ბელა სვანიძესა და სახვითი და გამიყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ია კლდიაშვილის თანხლებით იმყოფებოდნენ მოწამეთას მონასტერში პროექტის - „წამებული მოწამე ვარ, ფრესკიდან ვარ გადმოსული“, ფარგლებში.

„მოწამეთას დიდებული ტაძარი, მწვანესა და მზის სხივებში ჩაძირული მდინარე წყალწითელა, სიმშვიდე და ბუნებასთან შერწყმული იდუმალება - სწორედ ასე შეგვეგება მოწამეთა“,- გვიყვებიან სკოლაში და დაძენენ, რომ გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

„ტაძრის დათვალიერების შემდეგ იქვე, მონასტრის ეზოს დახურულ ნაწილში გადავინაცვლეთ, სადაც ვესაუბრეთ იქ მოღვაწე მამაოს. კიდევ ერთხელ გავეცანით ტაძრის ისტორიას, შემდეგ მოვისმინეთ მოსწავლეების მიერ დამუშავებული თემები: წყალწითელას ხეობის ფლორა და ფაუნა, ტაძრის შექმნის ისტორია, დავით და კონსტანტინე მხეიძეების გმირობა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

შემდეგი აქტივობა განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა. იქვე, ბუნების წიაღში, ბავშვებმა შექმნეს ფერწერული ტილოები. დაწერეს ესე თემაზე - „შემოდგომის ფერები“.

აქტივობამ მოსწავლეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა. 

„მზეც ჩასასვლელად მოემზადა, ჩვენც ბედნიერები და მოწამეთის მზის სხივებით აღვსილნი დავბრუნდით ქალაქში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203