ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით.
აღსანიშნავია, რომ უკვე 1 თვეა რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა მოსწავლეებს ჯერ კიდევ მოსდევთ ის განწყობა და შემართება, რაც 16 სექტემბერს ჰქონდათ.
სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა, შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო, პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალფეროვნად მორთულ გარემოში უმასპინძლეს და ამაღლებული განწყობით შეუდგნენ სწავლებას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების შემდეგ, გასული წლის შედეგები შეაფასა დირექტორმა - ხათუნი გამეზარდაშვილმა და მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, რადგან მოსწავლეთა მოტივირებისა და წახალისების მნიშვნელობა ნათლად აქვთ გააზრებული.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: