ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსზე საინტერესო ვიდეორგოლით წარდგნენ
16-10-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების გზების ძიების წახალისების მიზნით, 2024 წლის UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“, გამოაცხადა. 

კონკურსი განკუთვნილია მასწავლებლისა და მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებისათვის და ორ კატეგორიას (I-V და VI-XII კლასები) მოიცავს. მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“ და ნამუშევრები წარმოადგინონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფორმატით:

ბლოგი/ესსე/სტატია (10 გვერდამდე);
ვიდეო (2 წუთამდე);
პოდკასტი (15 წუთამდე);
კომიქსი/ციფრული პოსტერი.

აღნიშნულ ოლიმპიადაში, ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდი მონაწილეობდა, რომელსაც პედაგოგი, ირმა აბუსელიძე ხელმძღვანელობს. 

გუნდი საკონკურსო პირობების თანახმად  შეკითხვას - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“ პასუხობს ვიდეორგოლის ფორმატით, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციის შესახებ.

„წარმატებები ჩვენი გოგონების გუნდს! წინ გამარჯვება გველოდება!“, - ასე გულშემატკივრობენ მოსწავლეებს სკოლაში და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203