ხაიშის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის - „კარცერ-ლუქსის“ ორგანიზებით, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
16-10-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში სვეტიცხოვლობისადამი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება, სახელწოდებით - „გილოცავთ სვეტიცხოვლობას“, 11 ოქტომბერს სკოლის ლიტერატურული კლუბის - „კარცერ-ლუქსის“, ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძრის, სვეტიცხოვლის, ისტორიის შესახებ - საკითხის ისტორიულ და ლიტერატურულ ჭრილში განხილვა, შემოქმედებითი, ინდივიდუალური და ჯგუფური უნარების განვითარება, აუდიტორიასთან საკომუნიკაციო უნარების გამომუშავება. 

ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს: სიმღერები, ცეკვები და ლექსები. კლუბის წევრმა მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, ვიდეორგოლები და მოაწყვეს საშემოდგომო კუთხე. 

ლიტერატურული კლუბი მადლობას უხდის დამსწრე საზოგადოებას ჩართულობისთვის და დადებითი შეფასებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203