„წიგნიერება და განათლების მნიშვნელობა“- შთამბეჭდავი კომბინირებული გაკვეთილი  ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“
16-10-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პროფესიონალი პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივებით ანებივრებენ და სასწავლო პროცეს მრავალფეროვანი აქტივობებით ამდიდრებენ. 

ამჯერად, მე-4 კლასში, ორ საგანში: ქართულ ენა/ლიტერატურასა და მე და საზოგადოებაში, კომბინირებული გაკვეთილი ჩატარდა. თემა - „წიგნიერება და განათლების მნიშვნელობა“, გახლდათ. 

გაკვეთილის მიზანი იყო, მხატვრული ტექსტის ანალიზი; წაკითხულის შეფასება და აზრის დასაბუთება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; პერსონაჟების დახასიათება; პარალელების გავლება უკვე ნაცნობ და ნასწავლ მასალასთან.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის გეგმა და მიზანი შესაბამისობაში იყო ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.

გაკვეთილს კი, მასწავლებლები: მაგდა გოგბერაშვილი და თამარ გვრიტაძე, ხელმძღვანელობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ხალისით იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად პასუხობდნენ „მხიარული ყუთიდან“ ამოფრენილ კითხვებს. ოტია იოსელიანის ზღაპრის - „ქოჩორა მტრედის მოტანილი ბარათის“ მიხედვით, იმსჯელეს განათლების მნიშვნელობაზე და მოაწყვეს „ყირამალა გაკვეთილი“, ანტონიმების გამოყენებით შეცვალეს ზღაპარში წარმოდგენილი სკოლის სახელები და შექმნეს მცირე ზომის ტექსტები.

როგორც სკოლაში აფასებენ, ბავშვებმა გაიაზრეს ოტია იოსელიანის სიტყვები - „ბავშვები არიან ყველა ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი. ამა თუ იმ ხალხს როგორი შვილებიც ეზრდება, ისეთი ქვეყანა ექნება“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203