წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში ჩართულობას ახალისებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.
12 ოქტომბერს, წალკის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მძლეოსნობაში (გეზრბენი)
რომელშიც საპატიო პირველი ადგილი კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
მონაწილეობდნენ: ბაჩუკი ვანაძე, ირაკლი ვანაძე, ნიკა ვანაძე და ნიკოს ლეონოვი.
გამარჯვებულები სკოლის დირექციისგან სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს ჩემპიონებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: