ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ზინაიდა კუტალაიშვილის ხელმძღვანელობით, საანბანო პერიოდის დაწყება იზეიმეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია, პატარები არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩართო და მათ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
„ფერად და ლამაზ გარემოში პატარები გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს - „აი იას“. გააფერადეს ლურჯთვალა იები, გამოწერეს შესწავლილი ასო-ბგერები“,- გვიყვებიან სკოლაში და პირველკლასელებს საინტერესო საანბანო პერიოდს ჰპირდებიან.
„უამრავი წარმატება, წინსვლა და ლაღი ბავშვობა თითოეულ პირველკლასელს!“,- დასძენენნ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივირებასა და წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: