ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მე-2 კლასში ჩატარდა.
სკოლის მეორეკლასელებმა კომპლექსური დავალება - „საჩუქარი პირველკლასელებისთვის“ შეასრულეს.
მოსწავლეებმა „სწავლა კეთების“ მეთოდით საინტერესო აქტივობები განახორციელეს. მათ მეორადი ნივთების გამოყენებით, როგორიცაა: ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, ბოთლის თავსახურები, ფერადი ქაღალდები, მუყაო და აკვარიუმის კენჭები, დაამზადეს მათემატიკური ფაზლები, რიცხვების ჩასაწყობი კალათები.
„მათ ასევე შექმნეს ზღარბები, რომლებსაც ეკლების ნაცვლად რიცხვები ასხიათ და რიცხვთა რაოდენობის გამამთლიანებელი თეფშები.
პატარა მეგობრებს სასწავლო რესურსები ძალიან მოეწონათ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.
იხილეთ ფოტოები: