ვალეს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მეხანძრე-მაშველებს ესტუმრნენ
12-06-2018
ვალეს N1 საჯარო სკოლაში გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა. 

მესამეკლასელები ვალეს სახანძრო-სამაშველო დაწესებულებას ესტუმრნენ და სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლექცია მოისმინეს. 

მაშველებმა მათ საჭირო ნივთები აჩვენეს, გადაუდებელი დახმარების შესახებ მოუყვნენ და ბოლოს პატარა სიმულაციაც დადგეს. 

გაკვეთილს პედაგოგი ეკატერინე დემეტრაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203