ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის IV კლასელები პურის ცხობის პროცესს დაესწრნენ. ამ საქმის პროფესიონალებმა მოსწავლეებს დეტალურად აუხსნეს ყველაფერი და თავადაც ჩართნენ აქტივობაში. ცხობის პროცესში მონაწილეობის მიღებამ მეოთხეკლასელების განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
აქტივობა „თბილი შოთები“ ძალიან სახალისო და ორიგინალური იყო. მეოთხეკლასელები შთაბეჭდილებებით აღივსნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას.
იხილეთ ვიდეო: